გიორგი შერმადინის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატში მე-8 მარცხი განიცადა და 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება.
კანტუელები “ვანოლი კრემონას” ესტუმრნენ და 63:71 დამარცხდნენ, ქართველი ცენტრი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 12 წუთში 1 მოხსნა მიითვალა.
გიორგიმ 2 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ დაუფარეს, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 28 დეკემბერს, შინ, “რეჯიო ემილიასთან” გაამართავს.