სერბეთის ნაკრებისა და “ჩელსის” ნახევარმცველის, ნემანია მატიჩის ძმა, უროშ მატიჩი მაკედონიის ნაკრებში ითამაშებს. ინფორმაცია მაკედონიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გეორგიოსკიმ დაადასტურა.
ჰოლანდიური “ბრედას” 24 წლის შემტევს ნაკრების 9-ნომრიანი მაისურა უკვე გადასცეს. ფეხბურთელს სერბეთისა და მაკედონიის მოქალაქეობა აქვს.
უროშს სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებში შვიდჯერ უთამაშია. ამ სეზონში მან ჰოლანდიაში 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
მაკედონია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, D ჯგუფში 3 ქულით მე-4 ადგილზეა და ევროშესარჩევში უახლოეს მატჩს 2015 წლის 27 მარტს შინ, ბელარუსის წინააღმდეგ გამართავს.