ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი მაიკლ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს.
33 წლის ფეხბურთელმა სეზონის სტარტი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა შემდეგ “წითელი ეშმაკების” წარმატებულ სვლის ერთ-ერთი მონაწილე გახდა და რეგულარულად თამაშობს.
33 წლის ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ახალი ხელშეკრულების შემდეგ გუნდში 2015/16 სეზონის ბოლომდე დარჩება. კერიკს ჯამაგირად კვირაში 130 000 გირვანქა ექნება.
კერიკმა ამჟამინდელი კონტრაქტი “იუნაიტედთან” 2013 წელს გააფორმა, ამავე წელს კი მანჩესტერელთა საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე სეზონში კერიკის აქტივში პრემიერლიგაში 9 ჩატარებული მატჩია.