კალათბურთი

10:36 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა

“მილუოკი ბაქსმა” შინ “ატლანტა ჰოუქსთან” 85:90 წააგო. ზაზა ფაჩულია მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 28 წუთი და 53 წამი დაჰყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11 ქულა, 15 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე, 11 საკუთარზე) 3 პასი და 1 ბლოკი დააგროვა.

ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 3-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა.

ჯეისონ კიდის შეგირდებს 15 მოგება და 16 წაგება დაუგროვდათ. ამ დროისთვის “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

0.116632