ყოფილმა კალათბურთელმა ლექსო ლაფანაშვილმა, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ისევ კალათბურთში დარჩენა გადაწყვიტა და მწვრთნელობა დაიწყო. ლაფანაშვილი “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშის მეორე თანაშემწედ დაინიშნა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლაფანაშვილი ბოლოს “შსს აკადემიას” კალათბურთელი იყო.
რაც შეეხება ტუღუშის პირველ თანაშემწეს, ისიც ვეტერანი კალათბურთელი, კონკრეტულად კი გიორგი ნიკოლაძეა, რომელიც რამდენიმე წელია “შსს აკადემიაში” მუშაობს.