ფეხბურთი

17:19 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამირ ჰანდანოვიჩი სერია ა-ს რეკორდთან ერთ ნაბიჯზეა

მილანის “ინტერის” სლოვენიელი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა კვირას “ვერონასთან” შეხვედრაში იტალიის ჩემპიონატში თავისი მე-20 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

სლოვენიელმა ამჯერად ლუკა ტონის არ გაატანინა.

სერია ა-ს ისტორიაში ჰანდანოვიჩზე მეტჯერ პენალტი მხოლოდ ლეგენდარულ ჯანლუკა პალიუკას აქვს მოგერიებული – 24.

საუკეთესო ხუთეული კი შემდეგნაირია:

  1. ჯანლუკა პალიუკა – 24 პენალტი
  2. სამირ ჰანდანოვიჩი – 20 პენალტი
  3. ლუკა მარკეჯანი – 18 პენალტი
  4. ჯუზეპე მორო – 15 პენალტი
  5. ფრანჩესკო ანტონიოლი _ 14 პენალტი

მიმდინარე სეზონში “ინტერის” მეკარემ უკვე მე-3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია

0.062322