პორტუგალიური “პორტუს” 23 წლის შემტევი კრისტიან ტელო გაურკვევლობაშია. ესპანელი ფეხბურთელი “ბარსელონას” საკუთრებაშია, თუმცა პორტუგალიაში იჯარით ასპარეზობს. ესპანური გამოცემა “სპორტის” ინფორმაციით, პორტუგალიური კლუბი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ გეგმავს. თავად მოთამაშეს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ “ბარსაში” დაბრუნდება, თუმცა იმავე გამოცემის ცნობით, მას არც “ბარსა” უპირებს დაბრუნებას.
ტელო “პორტუში” მიმდინარე სეზონის წინ გადაბარგდა და პორტუგალიის ჩემპიონატში 12 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა.