ფეხბურთი

23:28 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოკე მადრიდში ბედნიერია

მადრიდის “ატლეტიკოს” 22 წლის ნახევარმცველმა კოკემ უეფას საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც მან თავის ამჟამინდელ კლუბზე თბილად ისაუბრა. ფეხბურთელის განცხადებით, იგი ვერ ახნის რა გრძნობაა, გეცვას “ატლეტიკოს” მაისური.

“ეს გუნდი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. ბავშვობიდან აქ ვარ. რთული ასახსნელია თუ რას ნიშნავს მეცვას “ატლეტიკოს” მაისური”, – განაცხადა კოკემ.

კოკე, რომელიც სულ მალე 23 წლის ხდება, მადრიდული გუნდის ღირსებას 2009 წლიდან მოყოლებული იცავს.

0.112184