ფეხბურთი

22:37 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მე-18 ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-18 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

ტურის საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი მოთამაშე “საუთჰემპტონიდანაა”. ”წმინდანთა” რიგებიდან სიმბოლურში სადიო მანე, ტობი ალდერვეირელდი და რაიან ბერტრანი მოხვდნენ, რომელთა გოლებითაც რონალდ კუმანის გუნდმა გასვლაზე “კრისტალ პალასის” დამარცხება მოახერხა.

მე-18 ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”);
მცველები: ტობი ალდერვეირელდი, რაიან ბერტრანი (ორივე “საუთჰემპტონი”), ჯეიმს ჩესტერი (“ჰალი”), ჯონ ტერი (“ჩელსი”);
ნახევარმცველები: სადიო მანე (“საუთჰემპტონი”), ფერნანდო (“მანჩესტერ სიტი”), გასტონ რამირესი (“ჰალი”), ტომაშ როსიცკი (“არსენალი”);
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი (“არსენალი”), უეინ რუნი (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

0.13223