“კლივლენდის” მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი “ორლანდოსთან” (98:89) მოგებულ მატჩში ლებრონ ჯეიმსის თამაშიც კმაყოფილია.
“ლებრონი მსოფლიოში საუკეთესო კალათბურთელია. ჩვენ გუნდს სჭირდება ჯეიმსის კარგი თამაში, დღევანდელ გამარჯვებაში მისი წვლილი ძალიან დიდია, ლებრონმა მოგვაგებინა” – განაცხადა დევიდ ბლატმა
ლებრონ ჯეიმსმა “ორლანდოსთან” მატჩში გუნდს 29 ქულა 8 პასი და 5 მოხსნა შესძინა. მეოთხე გადამწყვეტ პერიოდში ჯეიმსმა მეტოქეს 15 ქულა ჩაუგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +14 გახლდათ.