SKy Italia-ს ინფორმაციით, ალბანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ბერძნული “იანინას” ყოფილი მცველი ანდი ლილა კარიერას იტალიურ “პარმაში” გააგრძელებს.
პარმელებისთვის 28 წლის ფეხბურთელის დამატება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში პირველი იქნება. ალბანელი იტალიაში სამშაბათს ჩაფრინდება და “პარმასთან” კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით ხელშეკრულების დეტალები უცნობია.
ანდე ლილა ბერძნული კლუბის ღირსებას 2011 წლის ზაფხულიდან იცავდა. მიმდინარე სეზონში ალბანელმა 14 შეხვედრა ჩაატარა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა. სულ კი “იანინას” მაისურით მცველმა 96 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქე 6-ჯერ დაამწუხრა, ხოლო ერთხელ გოლის გატანის საშუალება თანაგუნდელსაც მისცა.
ეროვნულ ნაკრებში ლილა 2007 წლიდან ასპარეზობს და სულ 44 მატჩი ჩაუტარებია.