“ზესტაფონის” ყოფილი ნახევარმცველი ლაშა გვალია კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) საფეხბურთო კლუბ “ნეა სალამინაში” ისინჯება. ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა shootandgoal.com-ი იუწყება.
23 წლის ნახევარმცველი “ნეა სალამინაში” ვარჯიშს 26 დეკემბრიდან შეუდგა და შეეცდება გუნდის მთავარ მწვრთნელს ნიკოს პანაიოტუს თავი მოაწონოს.
მიმდინარე სეზონში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში გვალიამ “ზესტაფონში” 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.