ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში ზაზას ყოფილი გუნდი “ატლანტა ჰოუქსი” 107:77 გაანადგურა.
ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, მან პარკეტზე 26 წუთი დაჰყო და გუნდს 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა. “მილუოკის” ცენტრმა 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. ფაჩულიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა +19 უწია.
“მილუოკულთა” რიგებში საუკეთესო ჯარედ დადლი გახლდათ. მსროლელი 10-ჯერ დაემუქრა მეტოქის ფარს და ათივე ნასროლი ზუსტი აღმოჩნდა, დადლიმ 4-დან 4 სამქულიანი და 6-დან 6 ორქულიანი ჩააგდო.
“მილუოკი” 15 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
https://www.youtube.com/watch?v=PjFVPThwZag