ფეხბურთი

12:09 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბენდელას თასი” “დინამოს აკადემიამ” აღმართა

“ბენდელას თასი” 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის “დინამოს აკადემიამ” მოიგო.

მოზარდმა დინამოელებმა ფინალში “საბურთალო 2”-ს 2:1 მოუგეს. მე-3 ადგილზე “საბურთალო 1” გავიდა, რომელმაც “რუსთავი 2003” 9:0 დაამარცხა.

“ბენდელას თასის” ფინალს ბევრი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი დაესწრო: გრიგოლ ცაავა, რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე, გია გეგუჩაძე, გოჩა ჯამარაული, დავით მუჯირი, ვასილ მაისურაძე, ბადრი ქარქაშაძე. ტურნირის დასრულების მერე, მათ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

საუკეთესო მეკარე - მიხეილ მაქაცარია (“საბურთალო-2”)

საუკეთესო მცველი - გიორგი ქავთარაძე (“დინამოს აკადემია”)

საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი გვიშიანი (“საბურთალო-1”)

საუკეთესო თავდამსხმელი - ნიკა სიხარულაშვილი (“დინამოს აკადემია”)

ბომბარდირი - გიორგი გვიშიანი (8 გოლი) (“საბურთალო-1”)

საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა გაგნიძე (“დინამოს აკადემია”)

საუკეთესო მწვრთნელი - დავით ბერაძე (“საბურთალო-2”)

მაყურებელთა სიმპათია - გიორგი თავყელიშვილი (“საბურთალო-2”)

ტექნიკური ფეხბურთელი- ზაზა წამალაშვილი (ავაზა)

ქართლოს ჭუმბურიძის მეგობრებმა დააწესეს სპეციალური პრიზი (ბიბლია), რომელიც “საბურთალო-1”-ის ფეხბურთელმა გეგი გეგუჩაძემ მიიღო. ასევე პრიზი დააწესა ზაზა ბენდელიანის ოჯახმა (ფულადი პრემია), საუკეთესო ორგანიზატორისთვის, რომელიც ქართლოს ჭუმბურიძის შვილს კახა ჭუმბურიძეს გადაეცა.

ტოტალიზატორმა “ლიდერ ბეთმა" ათივე მონაწილე გუნდს ბურთები გადასცა. ყავა “პელეს” დახმარებით ტურნირზე მეხუთედან მეათე ადგილის ჩათვლით გასულ გუნდებს სპეციალური მაისურები, ასევე ბურთები გადაეცათ. ამავე ორგანიზაციის მეშვეობით “სიონი”, “განთიადი” და “რუსთავი-2003” კეპებით დაჯილდოვდნენ. “პელემ” ამავე გუნდის მწვრთნელებს კედლის საათები უსახსოვრა.

მოზარდებზე სწრაფი კვების ობიექტების ქსელმა “მაკდონალდსმა” იზრუნა, რომელიც 29 დეკემბერს “საბურთალო-1”-სა და “საბურთალო-2”-ს უფასოდ უმასპინძლებს. ამავე დღეს “მთაწმინდის პარკი” “დინამოს აკადემიისა” და “რუსთავი-2003”-ის მოთამაშეებს ატრაქციონებზე უფასოდ მოემსახურება.

0.114682