ფეხბურთი

10:31 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალი: “48 საათში თამაში ფიფას და უეფას წესებს ეწინააღმდეგება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა, ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში “ნიუკასლთან” 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ, გადატვირთული კალენდრის მიმართ უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

“ფიფასა და უეფას წესები კრძალავს 48 საათში ორჯერ თამაშს, ინგლისში კი, ეს ნორმალურია. მე ვერ შევძლებ გუნდის ისე მომზადებას, როგორც საჭიროა. ვერ შევძლებთ იმის გაკეთებას, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებთ. ექიმი არ ვარ, მაგრამ დი მარიას ფეხი ტკივა და ვფიქრობ, სერიოზულ დაზიანებასთან საქმე არ უნდა გვქონდეს” - განაცხადა ვან გაალმა.

0.11879