ფეხბურთი

0:59 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

Boxing day ლოგიკური შედეგებით დაიწყო

ინგლისის ჩემპიონატში ბევრისთვის გამორჩეული პერიოდი – Boxing day დაიწყო. მისი მნიშვნელობა ყველა ფეხბურთის მოყვარულმა კარგად იცის, თუმცა მოკლედ შეგახსენებთ, რომ შობა-ახალი წლის პერიოდში, მიჯრით ჩატარებულ რამდენიმე ტურს ინგლისში Boxing day-ის უწოდებენ, რომელმაც დღეს აიღო სტარტი და მომდევნო 5 დღე გაგრძელდება. მე-18 ტურის თითქმის ყველა შეხვედრაში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ერთადერთი გამონაკლისი “ევერტონია”, რომელმაც შინ “სტოკ სიტისთან” წააგო.

Boxing day-მ ლონდონური დერბით აიღო სტარტი. “სტემფორდ ბრიჯზე” გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ჩელსიმ” მე-4 ადგილოსანი “ვესტ ჰემი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა. შეხვედრამ მასპინძელთა უდიდესი უპირატესობით ჩაიარა და სტუმრებს ქულის აღების შანსი არ ჰქონიათ. “არისტოკრატებმა” თავიდანვე შეუტიეს მეტოქეს და ადრიანმა ჯერ კეჰილს, ხოლო შემდეგ ვილიანს აუღო რთული ბურთები. ანგარიში 31-ე წუთზე ჯონ ტერიმ გახსნა, რომელსაც ბურთი დიეგო კოშტამ დაუგდო თავით და ინგლისელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ორ წუთში ნემანია მატიჩს მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ადრიანმა ამჯერადაც იყოჩაღა.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და 51-ე წუთზე ადრიანმა ურთულესი დარტყმული აუღო ედენ აზარს. 62-ე წუთზე კი, ესპანელმა კიპერმა ვეღარაფერი გააწყო დიეგო კოშტასთან, რომელმაც ერთი მოძრაობით ჩამოიტოვა რამდენიმე მცველი და შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი. ერთადერთი სახიფათო მომენტი “ჩაქუჩებმა” 86-ე წუთზე შექმნეს, ამალფიტანოს დარტყმული ძელმა უკუაგდო – 2:0 და “ჩელსი” 45 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა.

თავისი შეხვედრა მარტივად მოიგო ლონდონელთა უახლოესმა მდევარმა “მანჩესტერ სიტიმ”. “ქალაქელებმა” ფერნანდოს, იაია ტურესა და დავიდ სილვას გოლებით პირველ ტაიმში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი. “ვესტ ბრომვიჩმა” ერთადერთი რაც შეძლო, პრესტიჟის ბურთის გატანაა, ანგარიში 87-ე წუთზე ბრაუნმა დაასველა – 1:3. მანუელ პელეგრინის შეგირდებს 42 ქულა აქვთ და “ჩელსის” 3 ქულით ჩამორჩებიან.

ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიგო და მე-3 ადგილი გაიმყარა “მანჩესტერ იუნაიტედმა”. “წითელმა ეშმაკებმა” პირველი ნახევარი უეინ რუნის დუბლით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში რობინ ვან პერსიმ და პაპის დემბა სისემ გაცვალეს გოლები – 3:1. “იუნაიტედი” 35 ქულით მე-3 ადგილზეა. ლუის ვან გაალის შეგირდები მეორე ადგილოსან “სიტის” 7 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებენ.

“იუნაიტედის” უახლოესი მდევარი “საუთჰემპტონია”, რომელიც “შელჰარსტ პარკს” ეწვია და მასპინძელი “კრისტალ პალასი” უქულოდ დატოვა. კუმანის შეგირდებმა პირველი ტაიმი მანეს გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ბერტრანმა და ალდერვეირელდმა გამოიჩინეს თავი. “არწივთაგან” ერთი ბურთი დანმა გაქვითა შეხვედრის ბოლოს - 1:3. “წმინდანებს” 32 ქულა დაუგროვდათ და ოთხეულს დაუბრუნდნენ.

თავისი შეხვედრა მოიგო ლონდონის “არსენალმა” და ძალიან მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგის ზონას. მასპინძლებს თავიდანვე შეეძლოთ გატანა, მაგრამ მე-9 წუთზე ალექსის სანჩესმა პენალტი ვერ გაიტანა. ჩილელმა შემტევმა შეცდომა პირველივე ნახევარში გამოასწორა და 37-ე წუთზე “ქუინ პარკ რეინჯერსის” კარი აიღო.

მეორე ტაიმის “მეთოფეთათვის” ცუდად დაიწყო, არასპორტული საქციელისთვის ოლივიე ჟირუმ წითელი ბარათი დაიმსახურა და თავისი გუნდი 40 წუთის მანძილზე 10 კაცის შემადგენლობით დატოვა. მიუხედავად ამისა, მეორე ბურთი მაინც ქპრ-ს კარში გავიდა, 65-ე წუთზე ჩეხმა ვეტერანმა ტომაშ როსიცკიმ აიღო გრინის კარი. 79-ე წუთზე პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ, ჩარლი ოსტინმა 11-მეტრიანი გამოიყენა და შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნა, თუმცა მეტის გაკეთება ჰარი რედნაპის შეგირდებმა ვეღარ მოახერხეს - 2:1. “არსენალი” 30 ქულით მე-6 პოზიციაზეა და ოთხეულს ორი ქულითღა ჩამორჩება.

ბრძოლაში იმარვა “ტოტენჰემმა”, რომელიც გასვლაზე ეთამაშებოდა “ლესტერს”. მაურისიო პოჩეტინოს კრებულმა პირველი ნახევარი ჰარი კეინის გოლით მოიგო. 48-ე წუთზე ანგარიში ლეონარდო ულოამ გაათანაბრა, ხოლო 71-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა კიდევ ერთხელ მოაგებინა “დეზებს” - 1:2. “ტოტენჰემს” თანაქალაქელი “არსენალის” მსგავსად 30 ქულა აქვს.

დღის ერთადერთი მოულოდნელი შედეგი “გუდისონ პარკზე” დაფიქსირდა, სადაც “ევერტონმა” “სტოკ სიტი” მიიღო და დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი ბოიან კრკიჩი გახდა, რომელმაც 38-ე წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი - 1:2. “ევერტონი” მე-12 პოზიციამდე დაეშვა.

სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა “ლივერპულმა”, რომელმაც “ტურფ მურზე” ბრძოლაში დაამარცხა “ბარნლი”. ერთადერთი გამარჯვების მომტანი გოლი რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა 62-ე წუთზე. მერსესაიდელებმა 25 ქულა დააგროვეს და მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლეს.

“სუონსიმ” გილფი სიგურდსონის გოლით “ასტონ ვილას” მოუგო შინ, ხოლო “ჰალ სიტიმ” გასვლაზე დაამარცხა “სანდერლენდი”.

ჩელსი – ვესტ ჰემი 2:0 (1:0)


ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, ოსკარი (მიკელი 83), ვილიანი (რამირესი 86), აზარი, კოშტა (დროგბა 83).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, რიდი, კოლინსი, კრესველი, ჯენკინსონი, კუაიტე, ნობლი (სონგი 59), ნოლანი, დაუნინგი (ამალფიტანო 74), ვალენსია, კეროლი (სახო 59).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 ტერი (31), 2:0 კოშტა (62).
გაფრთხილებები: კოლინსი, კრესველი, რიდი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 28(9)-6(0), ჯარიმა: 8-14, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 0-7

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ სიტი 1:3 (0:3)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკაული, ლესკოტი, უისდომი, პოცონიოლი (გამბოა 66), მულუმბუ, მორისონი, გარდნერი (ბრანტი 66), ვარელა (ბრაული 67), სესენიონი, ბერაჰინო
მწვრთნელი: ალან ირვინი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1):
ჰარტი, მანგალა, დემიჩელისი, სანია, კლიში, ტურე (ფერნანდინიო 69), ფერნანდო, სილვა (კოლაროვი 63), ნასრი (ლამპარდი 75), ნავასი, მილნერი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 ფერნანდო (8), 0:2 ტურე (13 პენ.), 0:3 სილვა (34).
გაფრთხილებები: ფერნანდო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 18(6)-9(5), ჯარიმა: 5-9, კუთხური: 10-6, თამაშგარე: 4-4, სეივი: 2-5

ბარნლი – ლივერპული 0:1 (0:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი (იუტკევიჩი 93), ტრაიპერი, ჯონსი (ვოლასი 83), მარნი, ბოიდი, არფილდი, ბერნსი, ინგსი (ვოკსი 80).
მწვრთნელი: სეან რიჩი

ლივერპული (3-4-3): ჯონსი (მინოლე 16), შკრტელი, სახო, ტურე (ჩანი 46), ლეივა, ჯერარდი, ჰენდერსონი, მარკოვიჩი, კოუტინიო (ლამბერტი 73), სტერლინგი, ლალანა.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლი: სტერლინგი 73.
გაფრთხილებები: ლეივა
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 16(0)-10(3), ჯარიმა: 7-5, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 0-4, სეივი: 2-0

ევერტონი – სტოკი 0:1 (0:1)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი (ხოელი 46), იაგიელკა (ალკარაზი 46), სტოუნზი, კოულმენი, ბერი, მაკკარტი (ეტო’ო 69), ბარკლი, ნეისმიტი, მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, შოუკროსი, მუნიესა, კამერონი, პიტერსი, ნ’ზონზი, ველანი, კრკიჩი (ადამი 67), არნაუტოვიჩი (ასაიდი 76), უოლტერსი, დიუფი (კრაუჩი 92).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 0:1 კრკიჩი (38).
გაფრთხილებები: ნეისმიტი – უოლტერსი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 16(5)-12(2), ჯარიმა: 9-15, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-5

მანჩესტერ იუნაიტედი – ნიუკასლი 3:1 (2:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-1-2): დე ხეა, მაკნაირი, ევანსი, ჯონსი, კერიკი (ფლეტჩერი 62), რუნი, ვალენსია (რაფაელი 80), იანგი, მატა, ვან პერსი, ფალკაო (უილსონი 65).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ნიუკასლი (4-2-3-1): ალნვიკი, ს.ტეილორი, კოლოჩინი, ჯანმაატი, დუმეტი (კაბელია 63), ანიტა, კოლბეკი, ამსტრონგი (სისე 63), სისოკო, გუფრანი, პერესი (ვუკჩიჩი 82).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 1:0;2:0 რუნი (23;36), 3:0 ვან პერსი (53), 3:1 სისე (87).
გაფრთხილებები: ვან პერსი – ს.ტეილორი, გუფრანი
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 9(4)-8(4), ჯარიმა: 16-9, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-1

ლესტერი – ტოტენჰემი 1:2 (0:1)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-1-1): ჰამერი, ვასილევსკი, მორგანი, სიმპსონი, კონჩესკი (კნოკერტი 83), კინგი (ჯეიმსი 46), დრინკვოთერი, მაჰრეზი, შლუპი, ულოა, ნუჯენტი (ვარდი 75).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, როუზი, უოლკერი, სტამბული (მეისონი 46), ბენტალები, ჩადლი (სოლდადო 63), ერიკსენი, ლამელა, კეინი (პაულინიო 84).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 კეინი (1), 1:1 ულოა (48), 1:2 ერიკსენი (71).
გაფრთხილებები: ვარდი – ვერტონგენი, უოლკერი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 22(6)-8(3), ჯარიმა: 10-14, კუთხური: 11-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 1-5

სუონსი – ასტონ ვილა 1:0 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, რანხელი, ტეილორი, კი, შელვი (კეროლი 60), სიგურდსონი (ემნსი 78), მონტერო (რუტლიჯი 22), დაიერი, ბონი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ასტონ ვილა (4-1-3-2):
გუზანი, ვლაარი, ოკორე, სისოკო (ვაიმანი 46), ჰატონი, კლარკი, კლევერლი (გრელიში 77), დელფი, სანჩესი, აგბონლაჰორი, ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლი: სიგურდსონი 13.
გაფრთხილებები: შელვი – სანჩესი, კლარკი, ოკორე, აგბონლაჰორი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 7(2)-11(3), ჯარიმა: 17-12, კუთხური: 4-0, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-1

კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი 1:3 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დელანი, დანი, იარდი, მარიაპა, ლედლი (ზაჰა 67), მაკარტური, იედინაკი, ბოლასი (კელი 72), პანჩონი, კემპბელი (გაილი 49).
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

საუთჰემპტონი (4-3-3):
ფორსტერი, იოშიდა, გარდნერი, ბერტრანი, კლაინი (მაკკარტი 87), ალდერვეირელდი, დევისი (ვანიამა 56), შნეიდერლენი, უარდ-პროუსი, მანე, პელე (ლონგი 72).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1 მანე (17), 0:2 ბერტრანი (48), 0:3 ალდერვეირელდი (53), 1:3 დანი (86).
გაფრთხილებები: დელანი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 11(4)-13(6), ჯარიმა: 15-10, კუთხური: 8-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-3

სანდერლენდი – ჰალი 1:3 (1:1)

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ოში, კოატესი, ჯონსი, ვერჯინი (ბაკლი 84), კატერმოლი, ხ.გომესი (ჯაკერინი 62), ლარსონი, ჯონსონი, რ.ალვარესი (ალტიდორი 62), ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ჰალი (4-4-1-1):
მაკგრეგორი, დევისი, ბრიუსი, როსიონიორი, ჩესტერი, მეილორი, ქუინი, ელმოჰამედი, ბრედი (ინსი 88), გ.რამირესი (საგბო 78), ალუკო (იელავიჩი 89).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 ჯონსონი (1), 1:1 გ.რამირესი (32), 1:2 ჩესტერი (51), 1:3 იელავიჩი (96).
გაფრთხილებები: ლარსონი, ვერჯინი, ხ.გომესი, ფლეტჩერი, ჯონსი – ჩესტერი, ბრედი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12(3)-13(5), ჯარიმა: 12-6, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-2

არსენალი – ქპრ 2:1 (1:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-3-3): შესნი, მერტესაკერი, მონრეალი, გიბსი, დებუში, როსიცკი (ჩემბერსი 83), ფლამინი, კასორლი, უელბეკი (კოკლენი 88), სანჩესი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ქპრ (3-4-1-2): გრინი, ფერდინანდი, კოლკერი, ონიოჰა, კრანჩარი, მუტჩი (ზამორა 71), ტრაორე (ჰოილეტი 62), ისლა, ჰენრი (ფერი 62), ვარგასი, ოსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლები: 1:0 სანჩესი (37), 2:0 როსიცკი (65), 2:1 ოსტინი (79 პენ.).
გაფრთხილებები: კოკლენი - ფერდინანდი, მუტჩი, ჰოილეტი, კრანჩარი
გაძევება: ჟირუ 53.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 15(5)-16(2), ჯარიმა: 6-15, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-3

სანჩესმა მე-9 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 13. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 12. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 10. ვილფრიდ ბონი ("სუონსი") - 8.

0.163723