ჭიდაობა

19:31 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებმა არჩევანი მანუჩარ კვირკველიაზე გააკეთეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რომან რურუამ და გიორგი მაკასარაშვილმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს, კვირკველიას პარლამენტარი ვალერი გელაშვილი დაუპირისპირდა, რომელიც აწ უკვე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა 59:43 დაამარცხა.

"მსოფლიო სპორტი" ვრცელ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

0.119969