აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალის apasport.az-ის ინფორმაციით, კახა ცხადაძე ბაქოს “ინტერის” ხელმძღვანელებს თავის შემცვლელად ზაქათალის “სიმურგის” თავკაც გიორგი ჩიხრაძეს ურჩევს.
ჩიხრაძისთვის “ინტერი” უცხო ნამდვილად არაა, რადგან ვიდრე 2012 წლის მარტიდან “სიმურგს” სათავეში ჩაუდგებოდა, მანამდე ბაქოურ კლუბში ცხადაძის თანაშემწე იყო. შესაბამისად, “ინტერის” შიდა სამზარეულოც კარგად იცის.
ამჟამად, ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილ “სიმურგს” აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-4 ადგილი უკავია.