ფეხბურთი

18:28 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ფეხბურთელით “სტოკი” დაინტერესდა

როგორც mirror-ი იუწყება, “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილმა სერხი რობერტომ შესაძლოა “სტოკ სიტისთან” გააფორმოს კონტრაქტი. 22 წლის ნახევარმცველი ინგლისში იმყოფება და მარკ ჰიუზის გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

ინგლისური კლუბის მხრიდან “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაინტერესება პირველი შემთხვევა არაა. “სტოკში” თამაშობენ ბოიან კრკიჩი და მარკ მუნიესა, სერხი რობერტოსთან მოლაპარაკებების დადებითად დასრულების შემთხვევაში კი “ლა მასიის” აღზრდილთა რაოდენობა პრემიერლიგის ამ გუნდში სამამდე გაიზრდება.

პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში სერხი რობერტომ 5 მატჩი გამართა. ითამაშა “ელ კლასიკოს” შეხვედრა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, თუმცა სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ ვერ იქცა.

0.108641