რუსული ინტერნეტპორტალის sportbox.ru-ს ინფორმაციით, ჯანო ანანიძე იმ ფეხბურთელების რიცხვშია, რომლებსაც მოსკოვის “სპარტაკი” შეელევა, მაგრამ კლუბს ქართველის გასხვისება გაუჭირდება, რადგან მას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.
“ებერტი ყურადღებას არ იმსახურებს, რადგან ფაქტობრივად არ თამაშობდა. ანალოგიური ვითარებაა ჯანო ანანიძისა და სალვატორე ბოკეტის შემთხვევაში. როგორ უნდა გაყიდო ფეხბურთელები, რომლებიც პრაქტიკულად არ თამაშობენ? მათი ყიდვა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ამ შემსრულებლებს იცნობს და სჯერა. ვინ გადაიხდის “კატაში რომელიც ტომარაშია”? ბოკეტის ევროპაში კარგად იცნობენ, მაგრამ ძვირია. ანანიძეს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში იცნობენ, სადაც თანხების მხრივ საქმე ცუდადაა. ამასთანავე, მასზე ლიმიტი ვრცელდება” – იუწყება ანანიძის შესახებ sportbox.ru.