არგენტინის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველი ენცო პერესი აღიარებს, რომ ესპანურ “ვალენსიაში” თამაში სურს. რამდენიმე დღის წინ, 28 წლის ფეხბურთელმა “ღამურების” რიგებში მისი ტრანსფერი უარყო, ახლა კი O JOGO-ს ესპანეთში თამაშის სურვილი დაუდასტურა.
“რა თქმა უნდა, ვალენსიაში წასვლა მინდა. არ მომწონს ამ თემაზე საუბარი, რადგან “ბენფიკას” საკუთრებას წარმოვადგენ, მაგრამ ჩემი აგენტი ესპანურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.” – განაცხადა პერესმა.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა “არწივების” მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელის ტრანსფერი “ვალენსიაში” შესაძლოა 25 მილიონ ევროდ განხორციელდეს.