გიორგი მაკასარაშვილმა და რომან რურუამ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს. ამრიგად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ვალერი გელაშვილი და მანუჩარ კვირკველია იბრძოლებენ. ყრილობა დაძაბულად, მაგრამ ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
106-მა დელეგატმა ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ხმის მიცემის პროცედურა რამდენიმე წუთში დაიწყება.