ბერძნული ოფი-ს მთავარი მწვრთნელის იტალიელი ჯენარო გატუზოს აზრით, მეკარე გიორგი ლორიას ისეთი დონის კლუბებში შეუძლია თამაში, როგორიც “მარსელი” ან “ლიონია”.
“მე ვფიქრობ, რომ ლორიას უფრო მაღალი დონის გუნდებში თამაში შეუძლია, როგორიც “ლიონი” და “მარსელია”. თუმცა, დღემდე თავის კარიერაში მსგავსი წინადადება არ ჰქონია, რაც ჩემთვის მოულოდნელია”, – იუწყება გატუზოს სიტყვებს ინტერნეტპორტალი gentikoule.gr-ი.
გატუზომ ოფი-ს კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერის გიორგი მერებაშვილის თამაშიც შეაფასა:
“ის ძალიან კარგი დონის ოსტატია. სწრაფია და მოედანს კარგად ხედავს. გუნდში მის ყოფნით კმაყოფილი ვარ”.