ჭიდაობა

14:58 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

აურზაური “ფალავანთა კლუბში”

ამ წუთებში, ვაკეში მდებარე “ფალავანთა კლუბში” ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 110 დელეგატიდან რეგისტრაცია 106-მა გაიარა. ყრილობა ერთ-ერთ ვეტერან მოჭიდავეს უნდა გაეხსნა, მაგრამ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის ლერი ხაბელოვის დაჟინებული მოთხოვნით ყრილობა რომან რურუამ გახსნა. ყრილობის წაყვანა პრეზიდენტობის კანდიდატ გოგი მაკასარაშვილს სურდა, რამაც აურზაური გამოიწვია. ხაბელოვის თქმით, კანდიდატი არ შეიძლება იყოს ამავდროულად ყრილობის წამყვანიც. ჯერჯერობით დელეგატები ვერ ჩამოყალიბდნენ ვინ იქნება ყრილობის წამყვანი.

საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 კანდიდატურაა დარეგისტირებული: პარლამენტარი ვალერი გელაშვილი, ვეტერან მოჭიდავეები: გიორგი მაკასარაშვილი, მანუჩარ კვირკველია და რომან რურუა. მართალია, ამ უკანასკნელმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მაგრამ დებულებიდან გამომდინარე, კანდიდატად რეგისტრირებული მაინც იქნება.

“ფალავანთა კლუბში” მოვლენათა განვითარების შესახებ www.worldsport.ge ოპერატიულად შეგატყობინებთ.

0.104187