ჩოგბურთი

14:07 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ნახევარფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა აზიური შეჯიბრზე მე-3 ნომრად იყო განთესილი, ფინალის საგზურისთვის კი მე-6 რეიტინგის მქონე ბრიტანელ კეტი დანის გაეჯიბრა და 1:6, 2:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ფინალშია გასული ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც უკრაინელ ვასილიევასთან ერთად რუსულ-სერბულ დუეტს (მორგინა-სტოიანოვიჩი) გაეჯიბრება.

0.127561