დღეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა იმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი პრეზიდენტის არჩევნებია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ეს არჩევნები ფედერაციის წესდების სრული დაცვით დემოკრატიულ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდება.
თავის მხრივ, სამინისტრო კვლავ სპორტის დეპოლიტიზების სახელმწიფო პოლიტიკის ერთგული რჩება და თავისუფალი სპორტსმენების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვას მიესალმება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო