ხუთშაბათს, 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის “ბენდელას თასის” ფინალისტების ვინაობა გაირკვა. პირველ ნახევარფინალში “საბურთალო-1” “საბურთალო-2”-თან პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, 7 მეტრიანი დარტყმები უკეთ დავით ბერაძის შეგირდებმა შეასრულეს და ფინალში ითამაშებენ.
“საბურთალო-2” “დინამოს აკადემიას” დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში “რუსთავი-2003”-ს 4:0 აჯობა.
26 დეკემბერს ფინალი 17:30 საათზე გაიმართება, ხოლო 16:30 საათზე მე-3 ადგილისთვის მატჩი ჩატარდება.