26 დეკემბერს, 19:30 საათზე, ფილარმონიის ივენთ ჰოლში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს.
სპორტული წლის შეჯამებელ ღონისძიებაზე საუკეთესოები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან. დაწესებულია 7 სპეციალური პრიზიც.
წლის სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიას სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ჟურნალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ცერემონიის კულმინაცია 2014 წლის საუკეთესო სპორტმენის დასახელება იქნება, რომელსაც სპეციალურ პრიზს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გადასცემს.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი “ჯგუფი ლენდი”, რომელიც სპორტის თემატიკაზე შექმნილი ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კომპოზიციების ახლებურ ვერსიებს შემოგვთავაზებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩანაწერის სატელევიზიო ვერსიას მაყურებელს 29 დეკემბერს სპორტულ გადაცემა “არენაში” უჩვენებს.
10 ნომინაცია
1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი
2) საუკეთესო პარასპორტსმენი
3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში
4) საუკეთესო მსაჯი
5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია
6) საუკეთესო გუნდი
7) საუკეთესო მენეჯერი
8) საუკეთესო ქალი სპორტსმენი
9) საუკეთესო მწვრთნელი
10) საუკეთესო სპორტსმენი
7 სპეციალური პრიზი:
1) 2014 წელს სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის
2) 2014 წლის აღმოჩენა
3) 2014 წელს საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის
4) 2014 წელს სპორტის სახეობის პოპულარიზაციისათვის
5) ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
6) ქართული სპორტის ლეგენდა
7) საუკეთესო ლეგიონერი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური