ოთხშაბათს, “ბენდელა თასის” ტურნირზე ჯგუფური მატჩები დასრულდა და იმ საუკეთესო 4 გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც პირველობისთვის იბრძოლებენ.
მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა “საბურთალო-2”-მა, რომელიც “ავაზასთან” 2:3 წააგო.
ხუთშაბათს, ნახევარფინალური მატჩებიდან ერთი “საბურთალოს” ორი გუნდის მონაწილეობით ჩაივლის პირველი და მეორე გუნდები ერთმანეთს 15:00 საათზე გაეჯიბრებიან.
რაც შეეხება მეორე წყვილს, “რუსთავი-2003” “დინამოს აკადემიას” დაუპირისპირდება. ხსენებული მატჩი სტარტს 17:00 საათზე აიღებს. აქვე გეტყვით, რომ ტურნირი 26 დეკემბერს დასრულდება, შეჯიბრებაში მონაწილე ყველა ფეხბურთელი საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდება, ასევე სხვადასხვა ნომინაციაში პრიზები დაწესებულია.
ხუთშაბათს გამართული მატჩების შედეგები:
“ავაზა” – “საბურთალო-2” 3:2
“საბურთალო ბენდელა” – “რუსთავი-2003” 3:4
“განთიადი” – “დინამოს აკადემია” 1:5
“მორკინალი” – “სიონი” 2:5
fcsaburtalo.ge