რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ტოსნოს” შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეემატოს. საუბარია 26 წლის მარჯვენა მცველ გურამ თეთრაშვილზე, რომელიც 2013 წლიდან ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიაში” გამოდის. ის რუსეთის მოქალაქეა.
2014 წლის შემოდგომის მიწურულს “ტოსნოს” თავკაცად ალექსანდრე გრიგორიანი დაინიშნა, რომელიც მანამდე “ლუჩ-ენერგიას” წვრთნიდა და თეთრაშვილის მიწვევაც მისი იდეაა.
პირველი დივიზიონის საშემოდგომო ეტაპზე “ტოსნოში” 4 ქართველი გამოდიოდა: მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი გიორგი ნავალოვსკი, ფორვარდები ოთარ მარცვალაძე და მიხეილ გორელიშვილი.