ფეხბურთი

14:47 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რუბინის” თავკაცი: “საწყენია, კვირკველია რუსი რომ არაა”

ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა ინტერნეტპორტალ championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია ნამდვილი აღმოჩენაა.

“საწყენია, რომ კვირკველია რუსი არაა. სოლომონი აღმოჩენაა. თავად ნახავთ, როგორი მოთამაშე გაიზრდება. მას ახლაც ვეუბნები: “შენ ინგლისში და გერმანიაშიც არ დაიკარები”. ვხედავ, რაც შეუძლია. სოლომონს ჯერ საკუთარი თავის თავად არ სჯერა - ზოგჯერ ეშინია, ნერვიულობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი მოვა”, - თქვა ბილიალეტდინოვმა.

“რუბინის” მწვრთნელს ასევე გული წყდება, რომ ყაზანელთა კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი მამუკა კობახიძე რუსი არაა.

0.115107