ფეხბურთი

14:30 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბოხაშვილი “დნიპროში” დაბრუნდა

ევგენი ბოხაშვილი, რომელმაც უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის პირველი წრე ლუცკის “ვოლინში” გაატარა, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” უბრუნდება.

ბოხაშვილი “ვოლინში” იჯარით იმყოფებოდა, მაგრამ ტრავმის გამო, მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა. მას ლუცკელებთან განათხოვრების ვადა ამოეწურა და ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში დნეპროპეტროვსკელებს შეკრებაზე გაჰყვება.

21 წლის ფორვარდმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, პროფესიონალურ კარიერას “დნიპროში” იწყებდა და იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ ტრავმების გამო მისი კარიერა ჯერჯერობით ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ. 2012-2013 წლების სეზონში ბოხაშვილი “კრივბასში” გაანათხოვრეს, 2013-2014-ში “კარპატიში” და 2014-2015-ის პირველ ნახევარში “ვოლინში”.

0.133463