მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ გერმანულ Stuttgarter Nachrichten -თან საუბარში განაცხადა, რომ მადრიდულ კლუბში დარჩენა სურს.
“ბედნიერი ვიქნები, თუ კლუბთან შეთანხმებას მივაღწევ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რადგან მსურს ამ კლუბში დარჩენა. არ მეშინია კონკურენციის და მჯერა, მალე შევალ სათანადო ფორმაში და ვეცდები “რეალის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიბრუნო”, – განაცხადა ხედირამ
სამი ხედირას ტრავმების გამო მიმდინარე პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში მხოლოდ 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.