გია გურული საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე ხობის “კოლხეთს” გაწვრთნის.
50 წლის გურულისთვის, რომელიც თავის დროზე საქართველოს ნაკრებში ალენ ჟირესს ეხმარებოდა, “კოლხეთი” მეორე გუნდია, რომელსაც უთავკაცებს.
2012 წლის აპრილში, ის სათავეში პირველ ლიგაში მოასპარეზე ბათუმის “დინამოს” ჩაუდგა და უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა. თუმცა, 2013 წელს ბათუმელები ისევ ქვედა ლიგაში გავარდნენ და გურულიც დაითხოვეს.
“კოლხეთს” პირველი ლიგის “ბ” ჯგუფში 24 ქულით 10 გუნდიან ტურნირში მე-6 ადგილი უკავია.