“ჩელსის” სერბი ნახევარმცველის ნემანია მატიჩის აზრით ლონდონის კლუბს მიმდინარე სეზონში 4 ტიტულის მოგება შეუძლია.
“ვფიქრობ, შესაძლებელია ოთხივე ტურნირზე გამარჯვება. არ მინდა ვთქვა, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ, მაგრამ მჯერა ამის გაკეთება შესაძლებელია, რადგან ვხედავ ოთხივე ტურნირში გამარჯვების სათანადო პოტენციალს. ტიტულების მოსაგებად ყოველთვის მნიშვნელოვანია მენტალური მზადყოფნა. თავდაჯერების გარეშე გამარჯვებას ვერ მიაღწევ”, – განაცხადა მატიჩმა.
26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და “ევერტონთან” შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა. 17 ტურის შემდეგ “ჩელსი” 42 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველს მხედველობაში ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის პრემიერლიგის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასისა და ინგლისის ლიგის თასის გათამაშებები აქვს.