ფეხბურთი

23:26 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: “რეალში” ვრჩები”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” მეკარემ იკერ კასილიასმა ბოლოდროინდელი ცნობები მისი “სამეფო კლუბიდან” შესაძლო წასვლის შესახებ უარყო და აღნიშნა, რომ იგი მადრიდში რჩება.

ბოლო დროს ევროპული მედია “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის დავიდ დე ხეას ტრანსფერს მადრიდულ გრანდში აქტიურად იუწყება. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თუ დე ხეა “რეალში” გადავა, მაშინ იკერ კასილიასი გუნდს დატოვებს.

“საუკეთესო წელი მქონდა. ჩვენ ოთხი ტიტული მოვიპოვეთ და ყველა მათგანში წვლილი შევიტანე. 6-კვირიანი წარუმატებელი პერიოდის დავიწყება არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერი გამოვასწორე. “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და წასვლის რაიმე მიზეზი არ მაქვს, მადრიდში ვრჩები.” – განაცხადა 33 წლის გოლკიპერმა.

მიმდინარე სეზონში კასილიასმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა. ფეხბურთელმა გულშემატკივრების კრიტიკის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის თასის, უეფას სუპერთასის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალებში შეუცვლელად ითამაშა და ტიტულების მარაგს ოთხი ჯილდო შემატა.

0.117643