პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის თავდამსხმელის ადგილი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ფორვარდმა ჩარლი ოსტინმა დამსახურებულად მიიღო. ინგლისელმა ფეხბურთელმა “ვესტ ბრომვიჩს” სამი ბურთი გაუტანა და ლონდონელებს სამი ქულა მოუტანა.
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ლონდონის “ჩელსის” ჰყავს. “არისტოკრატთა” რიგებიდან სესკ ფაბრეგასი და ჯონ ტერი გამოირჩნენ. დანარჩენი 9 ფეხბურთელი კი სხვადასხვა გუნდებიდან არიან წარმოდგენილნი. მე-17 ტურის საუკეთესო ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: კოსტელ პანტილიმონი (“სანდერლენდი”)
მცველები: მატიე დებიუში (“არსენალი”), მაია იოშიდა (“საუთჰემპტონი”), ჯონ ტერი (“ჩელსი”), ჯოლეონ ლესკოტი (“ვესტ ბრომვიჩი”).
ნახევარმცველები: ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”), კი სუნგ-იუნგი (“სუონსი”), სესკ ფაბრეგასი (“ჩელსი”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”).
თავდამსხმელები: ჩარლი ოსტინი (ქპრ), კრისტიან ბენტეკე (“ასტონ ვილა”).