“მადრიდის რეალის” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ The Guardian-მა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. რონალდუმ “გარდიანის” ექსპერტთა ხმების 74 პროცენტი მიიღო.
“გარდიანმა” დღეს გამოაქვეყნა 2014 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია. პირველ ადგილს კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, მეორეზე ლეო მესია, მესამე ადგილზე “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი იმყოფება.
გთავაზობთ The Guardian-ის მიხედვით წლის საუკეთესო 10 ფეხბურთელს:
- კრიშტიანუ რონალდუ
- ლიონელ მესი
- მანუელ ნოიერი
- არიენ რობენი
- თომას მიულერი
- ლუის სუარესი
- ნეიმარი
- გარეტ ბეილი
- ფილიპ ლამი
- სერხიო აგუერო