უკრაინის საფეხბურთო მეორე ლიგის ლიდერ “ობოლონ-ბროვარის” მთავარი მწვრთნელი დავით იაშვილს ახალი გუნდის მოძებნას ურჩევს.
22 წლის ქართველ მცველს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ამიტომ, მწვრთნელის აზრით უმჯობესია ის “ობოლონ-ბროვარიდან” თუ წავა.
იაშვილი საქართველოში დაიბადა და შემდეგ საცხოვრებლად კიევს მიაშურა, სადაც პროფესიონალური კარიერა “ობოლონში” დაიწყო. ასევე, მას კიევის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში უთამაშია.