ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს უმასპინძლეს.
გიორგი სიბაშვილმა, ნოე თუთისანმა, ნინო ხომერიკმა, ნიკა ღვამბერიამ და ნიკა ცომაიამ, მწვრთნელებთან ერთად უნგრეთში დასრულებულ 16-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ოლიმპიადის შესახებ ისაუბრეს.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა სუპატაშვილმა, გუნდის კაპიტან გიორგი ხომერიკთან ერთად გაიხსენა განვლილი ჩემპიონატის პერიპეტიები. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად დასახეს და განიხილეს მომავალი გეგმები.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომელთაც მე-17 განთესვა გააჩნდათ, ოლიმპიადაზე მე-6 შედეგი აჩვენეს.