ფეხბურთი

14:28 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭელიძე “ტორპედოში” ბრუნდება

ზაზა ჭელიძე, რომელმაც საფეხბურთო წელი ბელარუსში დაასრულა, ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდება.

27 წლის მცველი, რომელიც კარიერას ნახევარმცველად იწყებდა, მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ბელარუსულ “გომელში” გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდე გააფორმა. მან გომელელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, “გომელი” დატოვა და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში “ტორპედოში” ითამაშებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ სათავეში გიორგი დარასელია ჩაუდგა.

ჭელიძეს ქუთაისურ კლუბში 2012-2013 და 2013-2014 წლების სეზონებში უთამაშია.

0.112311