ფეხბურთი

13:44 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ბალოტელის მხარდაჭერა სჭირდება”

ტელეგადაცემა Christmas Day-ში ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ “ლივერპულის” ფორვარდ მარიო ბალოტელთან ურთიერთობისას გადახდენილი ისტორია გაიხსენა.

“ბალოტელისთან ურთიერთობისას ჩნდებოდა სასაცილო პრობლემები. ერთხელ მას შევუთანხმდი, რომ განსაზღვრულ დროს ჩემს ოფისში მოვიდოდა. როცა შეხვედრის დრო დადგა, მარიოს დავურეკე და აღმოჩნდა, რომ ფორმულა 1-ს ესწრებოდა.”

“მან მითხრა: “შენთან შეხვედრა შემიძლია ყოველდღე, ნებისმიერ დროს, მაგრამ ფორმულა 1 იტალიაში წელიწადში ერთხელ იმართება.” მოგვიანებით მის სიტყვებზე ბევრი ვიცინე”, – აღნიშნა მოურინიომ.

ჟურნალისტმა მწვრთნელს ბალოტელის ავტობიოგრაფიული წიგნის შესახებაც ჰკითხა. როგორ ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს მომავალში მის მიერ დაწერილი წიგნი?

“ეს იქნება სასაცილო წიგნი, კარგი წიგნი იქნება” – თქვა პორტუგალიელმა.

მოურინიომ ბალოტელის დღევანდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა: “დღეს ის ბავშვივითაა, მას სჭირდება მხარდაჭერა, უფრო მეტად კი გამოცდილი მოთამაშები უნდა დაუდგნენ გვერდით. არ არის კარგი, როცა ერთი პრობლემის გადაჭრა გუნდის მხოლოდ ერთ ფეხბურთელსა და მწვრთნელს ეკისრება. გუნდის ყველა წევრი უნდა ზრუნავდეს პრობლემაზე”.

ჟოზე მოურინიო მარიო ბალოტელის მილანის “ინტერში” წვრთნიდა.

0.115252