კალათბურთი

11:24 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ ჯორდანის გუნდს 3 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” შინ მაიკლ ჯორდანის გუნდთან “შარლოტ ჰორნეტსთან” 101:108 დამარცხდა.

ფაჩულია სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე თითქმის 17 წუთი დაჰყო. მან გუნდს 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 6-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და 1-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო, 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

“მილუოკელთა” რიგებში საუკეთესო ბრენდან ნაითი გახლდათ 34 ქულით.

“მილუოკი ბაქსი” 14 მოგებით და 15 წააგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსეზეა.

0.115933