“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა მადრიდის ”რეალს” გარეტ ბეილის სანაცვლოდ 120 მილიონი გირვანქა (153 მილიონი ვერო) გადაუხადოს. მადრიდული AS-ის ცნობით, უელსელი ნახევარმცველის გადაბირებით იუნაიტედის თავკაცი ლუი ვან გაალი ძალიან არის დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ბეილი “ტოტენჰემიდან” “რეალში” 2013 წელს გადაბარგდა, მის კონტრაქტში კი ასეთი პუნქტია ჩაწერილი: ბეილის წაყვანა ნებისმიერს შეუძლია, თუკი სანაცვლოდ მილიარდ (!) ევროს დათმობს.
მიმდინარე სეზონში გარეტმა პრიმერადივიზიონში 12 მატჩი ჩაატარა და აქტივში 7 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.