მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგაში მე-12 გამარჯვება იზეიმა და ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.
მოსკოველებმა ბელარუსის ცმოკი-მინსკი მიიღეს და 93:72 გაანადგურეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 19:25 წუთში 1 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მანუჩარმა 3 ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“არმიელთა” გამარჯვებაში დიდი წვლილი ამერიკელმა ლეგიონერმა სონი უიმსმა დაიდო, რომელმაც 6-ვე სამქულიანი გამოიყენა და 22:18 წუთში 23 ქულა ჩააგდო.
ცსკა-ს მომდევნო შეხვედრა 5 იანვარს, შინ, ტალინის “კალევთან” ელის.