ოთხი ქართველი მოჭადრაკე გაიოზ ნიგალიძე, მიხეილ მჭედლიშვილი, ლუკა პაიჭაძე და ბაჩანა მორჩაიშვილი მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირში Al Ain classic, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქი ალ აინი მასპინძლობს. 5 ტურის შემდეგ ასპარეზობას ერთპიროვნულად ლიდერობს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე.
გთავაზობთ მე-6 ტურის შეხვედრათა განრიგს ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
გაიოზ ნიგალიძე - იური კუზუბოვი (უკრაინა)
მიხეილ მჭედლიშვილი - რაჯპარა ანკიტი (ინდოეთი)
ლუკა პაიჭაძე - ჰოვიკ ჰაირაპეტიანი (სომხეთი)
ბაჩანა მორჩიაშვილი - აჰმად აჰმადზადე (აზერბაიჯანი)