ფეხბურთი

21:01 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბენდელას თასზე” მეოთხე დღე მიილია

2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის “ბენდელას თასზე” მეოთხე სათამაშო დღე მიილია. სამშაბათს ტურნირის ცენტრალური მატჩი უდავოდ თბილისური გუნდების დაპირისპირება იყო. “საბურთალო-1”-სა და “დინამოს” აკადემიის შეხვედრა 1:1 დასრულდა. “საბურთალო-1”-მა ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და გიორგი დეკანოსიძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალშია. უბრალოდ გასარკვევია “საბურთალო-1” ჯგუფში რომელ ადგილს დაიკავებს.

ასევე წარმატებით იასპარეზა “საბურთალო-2”-მა. დავით ბერაძის შეგირდები “ოლიმპიკს” გაეჯიბრნენ და 3:1 გაიმარჯვეს. “საბურთალო-2” ოთხშაბათს “ავაზას” დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში ნახევარფინალში ითამაშებს.

გთავაზობთ “ბენდელას თასზე” სამშაბათს დაფიქსირებულ შედეგებსა და ოთხშაბათის სათამაშო განრიგს:

სამშაბათი:

“სიონი”- “განთიადი” 2:1

“საბურთალო” – “დინამოს აკადემია” 1:1

“რუსთავი-2003” – “ავაზა” 3:0

“საბურთალო-2” – “ოლიმპიკი” 3:1

ოთხშაბათი:

“ავაზა” – “საბურთალო-2” 14:00

“საბურთალო ბენდელა” – “რუსთავი-2003” 15:00

“განთიადი” – “დინამოს აკადემია” 16:00

“მორკინალი” – “სიონი” 17:00

fcsaburtalo.ge

0.117923