ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მწვრთნელის თემურ ლომაიას XVIII მემორიალს მასპინძლობს. ტურნირი 23-დან 29 დეკემბრის ჩათვლით, 8, 10, 12, 14 და 16 წლამდე მოჭადრაკეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის 7 ტურად ჩატარდება.
მემორიალის პრიზიორი გუნდები სამახსოვრო თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
ტურნირის მთავარი მსაჯია საერთაშორისო არბიტრი მარგარიტა თანდაშვილი.