ფეხბურთი

20:19 | 23.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” პეტერ ჩეხისთვის 6 მილიონს ამზადებს

ინგლისური მედიის ცნობით, “ლივერპული” ლონდონის “ჩელსის” 33 წლის მეკარის პეტერ ჩეხის შეძენას 6 მილიონ ევროდ აპირებს. როგორც ცნობილია, ლივერპულელები უკმაყოფილონი არიან გუნდის ამჟამინდელი ძირითადი მეკარის სიმონ მინოლეს გარჯით და მის შემცვლელს ეძებენ.

თავის მხრივ, არც ჩეხი მეკარეა კმაყოფილი თავის ამჟამინდელი მდგომარეობით, რადგან სეზონის წინ მას “ჩელსის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი ტიბო კურტუამ წაართვა. ინგლისელი ჟურნალისტების ვარაუდით, “წითლები” ლონდონელებს ვეტერანი მეკარის ტრანსფერის თაობაზე იანვარში მიმართავენ.

0.067628