ლისაბონის “ბენფიკას” 23 წლის თავდამსხმელი ნელსონ ოლივეირა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, “სუონსიში” ითამაშებს.
უელსური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და ტრანსფერი ოფიციალურად 1 იანვარს დარეგისტრირდება.
ნელსონ ოლივეირა “ბენფიკას” სკოლის აღზრდილია. 2010 წლიდან მოყოლებული, ის, ძირითად, განათხოვრებულია. პორტუგალიელ თავდამსხმელს, არენდით, “რიუ ავეში”, “პაკოშ ფერეირაში”, “დეპორტივოსა” და “რენში” უთამაშია. გასულ სეზონში, “რენის” შემადგენლობაში, მან 36 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.